შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა მენეჯმენტის და ადმინისტრირების კათედრის ხელმძღვანელის დავით ნარმანიას მიერ წარმოდგენილმა პროექტმა „საქართველოს ენერგეტიკული სექტორის უსაფრთხოების კვლევა“. პროექტი არის სამ წლიანი.
პროექტის გუნდის წევრები არიან: ასოცირებული პროფესორი მანანა ხარხელი, ასოცირებული პროფესორი ეკა ჩოხელი; სემეკთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი ნუგზარ ბერიძე და კონსულტანტი თემურ თოდინავა; პროექტის კოორდინატორი გიორგი მორჩილაძე; ახალგაზრდა დოქტორანტები: გიორგი მაკასარაშვილი, შორენა დავითაია და ნინო ვარდიაშვილი.
მკვლევართა გუნდს ვუსურვებთ წარმატებას სტრატეგიულ და ქვეყნისათვის პრიორიტეტულ ფუნდამენტურ კვლევაში.